ვენახის გაშენება და სახელმწიფო რეგულაციები - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა და განსხვავებული პასუხები ერთ სივრცეში. დღეს, "რუსთავი 2-ის" ეთერში დებატებია.
რეზო ჭიჭინაძის სტუმრები სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი; ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარ, ლევან მეხუზლა, მეღვინე გიორგი ბარისაშვილი, "ვინივერიას" და "ჯანიანის" დამფუძნებელი გია პირადაშვილი და მეღვინე-მევენახე გელა გამტკიცულაშვილი იქნებიან.
"ყველა რეფორმა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აანონსებს, გეგმავს, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიანი რეფორმები, ყველა არის დაკავშირებული ერთადერთთან - ხარისხთან და იმასთან, რომ ქართული ღვინო უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს გლობალურ ბაზარზე. მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაში და მსოფლიოშიც მკაცრი რეგულაციების სფეროა. იქნება ეს ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ნიუანსი, რაც მსოფლიოს მასშტაბით ამ დარგში მოქმედებს ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენც, კიდევ ერთხელ, ყველა რეგულაცია უნდა მოვაქციოთ იმ ფარგლებში, რაც ემსახურება ქართული ღვინის წარმატებას", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.