თურქეთში, მალათიის პროვინციის დოღანშეჰირის რაიონში, სამგზავრო ავტობუსის გადატრიალების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ადგილზე დიდი რაოდენობით სამაშველო, სასწრაფო დახმარების და საპოლიციო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.
ავტობუსი კომპანია Muş Yolu Turizm-ს ეკუთვნოდა.