18 ივნისი 2026,   10:13
ვრცლად
ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის საკითხთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებენ - CBS News

ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ თეირანი "ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით თავისი პოზიციიდან უკან არ დაიხევს და ომამდელ მდგომარეობას არ დაუბრუნდება, - ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ალი ნიკზადმ  ეს განცხადება სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულ ლარაკზე, საპორტო ობიექტების დათვალიერებისას გააკეთა.

ნიკზადმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის პოზიცია, რომ ნებისმიერ გემს, რომელიც არ არის დაკავშირებული აშშ-თან ან ისრაელთან, საფასურის გადახდის შემთხვევაში, სრუტეში გავლა შეუძლია.

აშშ-მა გადაზიდვების კომპანიები გააფრთხილა, რომ მათ შეიძლება სანქციები დაეკისროთ, თუ სრუტეში გასავლელად ან ირანის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გადასახადს გადაიხდიან.

დღის ამბები