აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და ზუგდიდის მერი სოფელ ოქტომბერში მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, განახლდება საბავშვო გასართობი ზონები და სპორტული მოედანი.
განხორციელდება წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტი "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა" და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება, ჯამური ღირებულება 473 690 ლარია.