18 ივნისი 2026,   10:12
ვრცლად
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა - პარალელურად, უკრაინის სამხედრო ძალებმა ორი რუსული ნავთობტანკერი დაბომბეს

უკრაინაში დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი და ავტომობილიც.

პარალელურად, უკრაინის სამხედრო ძალებმა კრასნოდარის მხარეში, ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს ორი რუსული ნავთობტანკერი დაბომბეს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინის სამხედრო ძალები რუსეთის ჩრდილოვანი ნავთობ-ფლოტის წინააღმდეგ მოქმედებას აქტიურად აგრძელებენ.

დღის ამბები