05 აგვისტო 2026,   03:56
ვრცლად
არავინ დგას შეთანხმებულ წესებზე მაღლა, არაფერია ალიანსი შეთანხმებული წესებისა და პრინციპების გარდა, საერთოდ არაფერი - თამარ ჩერგოლეიშვილი

შედგა თუ ვერ შედგა ოპოზიციური ერთობა? ალიანსი, რომელშიც 9 პარტია ერთიანდება, ჩამოყალიბებიდან ზუსტად ორ თვეში მთლიანობის შესანარჩუნებლად იბრძვის. მაშინ, როდესაც გაერთიანებაში ლიდერობა მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას სურთ, სხვა პოლიტიკური სუბიექტები მათ შინაგანაწესის დამორჩილებისა და წესების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებენ. დარჩება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში, გადაწყვეტილება ყოფილმა "ნაციონალებმა" უახლოეს დღეებში უნდა მიიღონ.

"არავინ დგას შეთანხმებულ წესებზე მაღლა. კანონის და წესების უზენაესობის პრინციპის მთლიანობას ალიანსში ვერავინ დაარღვევს," - ამის შესახებ "ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ვინც წესების, ანუ კანონის უზენაესობას უარყოფს, ის თავად აყენებს თავს ალიანსის მიღმა, რადგან არაფერია ალიანსი შეთანხმებული წესებისა და პრინციპების გარდა - საერთოდ არაფერი," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

დღის ამბები