18 ივნისი 2026,   14:25
ვრცლად
პიტერ მადიარმა იუსტიციის მინისტრად საკუთარი დის ქმარი დაასახელა, რამაც მის მიმართ კრიტიკა გამოიწვია

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა, იუსტიციის მინისტრად საკუთარი დის ქმარი დაასახელა, რამაც კრიტიკული შეფასებები გამოიწვია. თუმცა, პეტერ მადიარმა თავისი გადაწყვეტილება დაიცვა და მარტონ მელეთეი-ბარნის, როგორც ადვოკატის პროფესიულ კომპეტენციას "უდავო" უწოდა. როგორც Politico წერს, მადიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარტონ მელეთეი-ბარნი ამ თანამდებობისთვის შესაფერისი ადამიანია.

"მომავალი მინისტრის მეუღლე კიდევ ერთ მსხვერპლს გაიღებს და მოსამართლის თანამდებობიდან გადადგება იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ხელისუფლების შტოების გადახლართვის შთაბეჭდილებაც კი", - განაცხადა მადიარმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში.

მადიარის განმარტებით, იმ ფაქტმა, რომ იუსტიციის მომავალი მინისტრი მის დაზეა დაქორწინებული, დიდი დილემის წინაშე დააყენა.

"ამ ფაქტმა სერიოზული დილემა შემიქმნა", - განაცხადა პარტია "ტისას" ლიდერმა და აღიარა, რომ მმართველ გუნდში ოჯახურ კავშირებთან მიმართებით არსებული შეშფოთება "გასაგებია".

მედიის ცნობით, X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მადიარი ამტკიცებს, რომ მისი სიძე თავიდანვე ჩართული იყო "ტისას" მოძრაობაში და მისი არჩევანი ობიექტურია.

"მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ჩემი გადაწყვეტილება მის მზაობას და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას ეფუძნებოდა", - თქვა მადიარმა.

დღის ამბები