უკრაინაში, ხერსონის ოლქში, მიკროავტობუსზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებულები საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.