დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ირანის მიერ ომის დასრულების შესახებ ბოლო წინადადებით უკმაყოფილოა და ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის შესაძლებლობას, ოდესმე მიიღოს შეთანხმება.
"მე ამით კმაყოფილი არ ვარ" - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან, თუმცა არ დაასახელა, რა არის კონკრეტულად მისთვის მიუღებელი ირანის შეთავაზებულ უახლეს დოკუმენტში და მხოლოდ მიანიშნა, რომ თეირანის ოფიციალური პირები, შესაძლოა, ომის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტამდე ვერასდროს მივიდნენ.
"მათ წინ წაიწიეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, მიაღწევენ თუ არა ამას ოდესმე", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ირანის ლიდერებს შორის "უზარმაზარი უთანხმოებაა".
"ლიდერობა ძალიან არაერთგვაროვანია. მას ორი ან სამი ჯგუფი ჰყავს, შესაძლოა ოთხიც, და ეს ძალიან არაერთგვაროვანი ლიდერობაა. ყველას სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ყველა არეულია", - განაცხადა ტრამპმა.
წყარო: CNN