03 აგვისტო 2026,   19:24
ვრცლად
კარგი იქნება, რომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მოვთხოვოთ ბაზარზე კონკურენციის კონტროლის ფუნქციის გაძლიერება - ეკა სეფაშვილი

"ფასების დარეგულირების საუკეთესო საშუალება არის ჯანსაღი და გამართული კონკურენცია. ზუსტად ეს არის ის მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელიც ფასებს დაარეგულირებს. ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას სხვადასხვა ხერხებით," - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიზნით კარგი იქნება თუ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მოეთხოვება კონკურენციის მართვის ფუნქციის უფრო ეფექტურად შესრულება, რისთვისაც საკანონმდებლო ბაზას პარლამენტი შექმნის.

"ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი იყო საქართველოში კონკურენციის სააგენტოს დაარსება, რომელსაც მოგვიანებით დაემატა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფუნქცია. კარგი იქნება, რომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მოვთხოვოთ ამ ფუნქციის გაძლიერება, თუ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო, რომ მან უკეთ აღასრულოს თავისი ფუნქცია, რადგან მას ისედაც ევალება ბაზარზე კონკურენციის კონტროლი და რაღაც მიზეზების გამო, ის ამას ვერ ასრულებს. ამიტომ, ჩვენ უნდა მივცეთ საკანონმდებლო ცვლილებებით მას ამის აღსრულების საშუალება და სწორედ მან უნდა გაუწიოს მონიტორინგი ამ ბაზარს, რომელზეც ჩვენ დავრწმუნდით, რომ ნამდვილად არსებობს მონოპოლიური, ანუ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცალკეული შემთხვევები", - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები