სტუდენტურმა ფესტივალმა სტარტი რუსთავში აიღო. სტუდენტებს რუსთავის სპორტის სასახლე მასპინძლობს, ტურნირის ფარგლებში გაიმართა შეჯიბრებები.
სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით. დღის ბოლოს კი ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.
რუსთავისა და გარდაბნის დელეგატი საქართველოს პარლამენტში აღნიშნავს რომ ქალაქს აქვს რეალური ამბიცია და შესაძლებლობა, ახალგაზრდული პროექტების მთავარ ჰაბად იქცეს:
"ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ იმის ფონზე, როდესაც როგორც ცენტრალური ხელისუფლების მხარდამჭერი, ისე ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ბევრი ახალგაზრდული პროექტი ხორციელდება და სწორედ ალბათ ამ ნიშნითაც იქნა შერჩეული ჩვენი ქალაქი, რომ გაიმართოს ასეთი მასშტაბური ღონისძიება. როგორც ხედავთ ჩვენს უკან ახლა იკრიბებიან ახალგაზრდები, მთელი საქართველოდან სტუდენტები და ემზადებიან მსვლელობისთვის საფესტივალო სივრცის მთავარ ადგილზე გადასაადგილებლად. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რეალური შესაძლებლობა, რომ განვაცხადოთ და ვთქვათ, რომ რუსთავი არის ნამდვილად ახალგაზრდული ქალაქი", - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.