საქართველოში 2 მაისს დაზღვევის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით სპეციალური ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად მზარდია.
სადაზღვევო ბაზრის ლიდერი კვლავ სამედიცინო დაზღვევაა, რომელსაც ბაზრის 43 პროცენტი უკავია.