03 აგვისტო 2026,   18:27
ვრცლად
საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო სააკაშვილის თავდასხმის ობიექტი - ის და მისი პოლიტიკური ჯგუფი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, რაც საქართველოს კულტურასა და იდენტობას უკავშირდება - ლევან მახაშვილი

ყოველთვის, საქართველოს ეკლესია იყო მისი თავდასხმის ობიექტი. ის და მისი პოლიტიკური ჯგუფი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს კულტურასთან და იდენტობასთან, მათ შორის, ეკლესიას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მახაშვილის თქმით, სააკაშვილის განცხადება ძალიან კარგად მეტყველებს მის სახეზე, რეალურად, რა ინტერესები აქვს საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით.

"ცდილობენ, რომ იმ დროს, როდესაც ეკლესია ყველაზე მოწყვლადია, იმ დროს როდესაც ეკლესია გადის ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, ყველაზე მტკივნეულ დროს, შეურაცხყონ ეკლესია, ყველაზე მტკივნეულ დროს გამოიყენონ და დააჭირონ ჭრილობაზე ფეხი, ეს ძალიან კარგად მეტყველებს ამ ძალის და ამ ადამიანის სახეზე, რეალურად, რა ინტერესები აქვს საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქო არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს და წერს, რომ ამ პროცესის სცენარი ლუბიანკაზე დაიწერა.

 

დღის ამბები