08 ივნისი 2026,   07:52
ვრცლად
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული უ.თ. დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. უ.თ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მდმა" და "ამფეტამინი" ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები