03 აგვისტო 2026,   19:24
ვრცლად
კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი საქართველოს როლს ღვინის კულტურის მსოფლიო რუკაზე - ლევან მეხუზლა მსოფლიო კონგრესის მასპინძლობაზე

საქართველო 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მიმდინარე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის საგაზაფხულო სესიაზე მიიღეს.

სესიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება. 

"აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება საქართველოს როლს ღვინის კულტურის მსოფლიო რუკაზე, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანაა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და მისი სახელის დამკვიდრებას და გატანას გლობალურ ბაზარზე", – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

საქართველომ საერთაშორისო დონის ღონისძიებებს უკვე ორჯერ უმასპინძლა. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოსთან ერთად, 50 ქვეყანას აერთიანებს.

დღის ამბები