"ფიფას" პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანი, 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში უნდა გაიმართოს, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითრების მიუხედავად, მონაწილეობას მიიღებს.
ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში გამართულ ფიფას კონგრესზე გამოსვლისას, ინფანტინომ ისაუბრა გაურკვევლობაზე, რომელიც თებერვლის ბოლოს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ გაჩნდა.
"ნება მომეცით, თავიდანვე დავადასტურო... რომ რა თქმა უნდა, ირანი მონაწილეობას მიიღებს 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე და რა თქმა უნდა, ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ითამაშებს... რადგან ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ხალხი", - განაცხადა ინფანტინომ, რასაც დელეგატები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ირანი იყო ერთადერთი FIFA-ს 211 წევრიდან, რომელიც არ იყო წარმოდგენილი ღონისძიებაზე. ირანის დელეგატებმა კონგრესზე დასწრებაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს კანადაში შესვლაზე უარი ეთქვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ირანელებისთვის „შეუსაბამო“ იქნებოდა შეჯიბრი "საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის". ირანი ჯგუფური ეტაპის ორ მატჩს ჩაატარებს ინგლვუდში, კალიფორნიაში, და ერთს სიეტლში, ხოლო გახსნით მატჩს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ 15 ივნისს, ლოს-ანჯელესში გამართავს.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი აშშ-ის გუნდთან ერთ ჯგუფში არ არის, ორივე გუნდი შეიძლება ერთმანეთს შეჯიბრის პლეი-ოფში დაუპირისპირდეს, თუ ორივე თავის ჯგუფებში მეორე ადგილს დაიკავებს. ყველაზე ადრეული შესაძლო დაპირისპირება 3 ივლისს, ტეხასის შტატის ქალაქ არლინგტონში გაიმართება.
წყარო: CNN