გლობალური ეკონომიკური რყევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა ზრდის ტემპს ინარჩუნებს. მარტში 10,7-ით, პირველ კვარტალში კი მაჩვენებლების ზრდა 9,1 პროცენტით განისაზღვრა. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყნის ეკონომიკური წარმატება რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებას უკავშირდება.
ეფექტურ მონაცემებს ბიზნესაქტივობის გაძლიერებას უკავშირებენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ ციფრები დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.
ბოლო 14 თვის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტები აქცენტს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ზრდაზე აკეთებენ.
ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების პარალელურად, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის მონაცემებს ყოველ თვეში აქვეყნებს.