04 აგვისტო 2026,   08:44
ვრცლად
ვიტყვით დასკვნით სიტყვას, ველოდებით გამამართლებელ განაჩენს - ბორის ყურუა 4 ოქტომბრის საქმეზე

საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძისა და კიდევ 6 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვებს იტყვის.

გამოძიება ბრალდებულებს ედავება 19-22-ე მუხლით, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად.

საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბრალდებულის ადვოკატმა. ბორის ყურუას განცხადებით, ბრალდება აბსურდულია და, შესაბამისად, დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

"ვიტყვით დასკვნით სიტყვას. ველოდებით გამამართლებელ განაჩენს იქიდან გამომდინარე, რომ ხაზს გავუსვამთ გამოძიებისა და ბრალდების აბსურდულობას და იმ მწირ მტკიცებულებებს, რომელიც წარდგენილი აქვს ბრალდების მხარეს. 13-14-წამიანი ვიდეოა, სადაც 6 წამის განმავლობაში ეპიზოდურად ჩნდება ირაკლი და არაფერს აშავებს", - განაცხადა ბორის ყურუამ.

 

დღის ამბები