08 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
"პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო, შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია. ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში" - ანდრია ჯაღმაიძე ილია მეორის კარნახით დაწერილი ჩანაწერი წაიკითხა​

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში "იმედი Live", მოსაყდრესთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორის ჩანაწერი წაიკითხა.

"მე აქ მოვიტანე ძალიან საინტერესო ჩანაწერი, ზოგიერთებმა ამას ისტორიულიც უწოდეს. 2017 წელს, როდესაც სრულიად მოულოდნელად გამოაცხადა პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ, 27 ნოემბერს სატელევიზიო ეთერი მქონდა. პატრიარქმა დამისვა და მკარნახობდა, რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი. რასაც მკარნახობდა ვიწერდი და ეს ფურცელი მოვიტანე", - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ და ჩანაწერიდან ამონარიდები წაიკითხა.

"პატრიარქი როცა დგება თანამდებობაზე, მაშინვე სწერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია ანდერძი, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას, არის შემთხვევები, როდესაც ანდერძი იკარგება კიდეც. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში პატრიარქმა დავითმა რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა-მეთქი. შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა? ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე, ასე რომ ეს წინათაც მომხდარა. ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს, გასაღები ვის აქვს და სარტყელზე აქვს შემობმული. ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის ვინაა მოსაყდრე. მოსაყდრეც უნდა იყოს ფრთხილად, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი, თორემ პატრიარქს აქვს უფლება შეცვალოს კიდეც. შედგება გეგმა, ეს უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა..."."პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო, შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია. ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში" - ანდრია ჯაღმაიძე ილია მეორის კარნახით დაწერილი ჩანაწერი წაიკითხა​

დღის ამბები