"ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვფიქრობ, რომ შედარებით სწრაფად მივაღწევთ გამოსავალს" - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შეფასებისას მედიის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინაზე და ირანზე ისაუბრა.
"მე ვისაუბრე უკრაინაზე და ცოტა ირანზეც... და ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვფიქრობ, რომ შედარებით სწრაფად მივაღწევთ გამოსავალს - ამის იმედი მაქვს" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.