02 აგვისტო 2026,   22:45
ვრცლად
თბილისის ნაწილს 30 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გრაფიკისა და კონკრეტული მისამართების შესახებ ინფორმაციას "თელასი" აქვეყნებს. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ავთო ვარაზის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ფერმწერთა, ამბერკი ტაბიძის, ჯაფარიძის, ჩარკვიანის, ჭილაიას, ბანძელაძის, ქანთარიას, დათუაშვილის, ინტენსიფიკაციის, ასათიანის, მხატვრის და კაპანელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ავთო ვარაზის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ფერმწერთა და ამბერკი ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგვის, ჭოპორტის, ლიახვის, ჟინვალის და ჯინჭარაძის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები