18 ივნისი 2026,   20:46
ვრცლად
აშშ-ში ბენზინის ფასმა 4.23 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასია - CNN

უახლესი მონაცემების თანახმად, აშშ-ში ბენზინის ფასმა კიდევ 5 ცენტით მოიმატა და ჩვეულებრივი ბენზინის ღირებულებამ გალონზე 4.23 დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ფასები მხოლოდ ბოლო კვირაში 21 ცენტით, ანუ 5%-ით გაიზარდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდაა. აღსანიშნავია, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, ფასი 42%-ით გაიზარდა.

როგორც ამერიკული მედია წერს, ირანში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბენზინის ფასი დაეცა და საშუალოდ 4.02 დოლარი შეადგინა. თუმცა, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლამ ჰორმუზის სრუტის დაკეტვა გამოიწვია, რაც ფასების ზრდაზე მკვეთრად აისახა.

 

 

დღის ამბები