18 ივნისი 2026,   23:53
ვრცლად
საბერძნეთში 89 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ოთხი ადამიანის დაჭრაშია ეჭვმიტანილია - CNN

საბერძნეთის პოლიციამ 89 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც, ათენის ცენტრში, სოციალური უზრუნველყოფის ოფისსა და სასამართლოს შენობაში ცეცხლის გახსნაშია ეჭვმიტანილი, რის შედეგადაც, სულ მცირე 4 ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების თქმით, ეჭვმიტანილი პატრას მახლობლად დააკავეს, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქიდან დასავლეთით, დაახლოებით 210 კილომეტრში მდებარეობს.

როგორც CNN-ი წერს, ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელსაც ხელში მოკლელულიანი თოფი უჭირავს.

 

 

დღის ამბები