საბერძნეთის დედაქალაქის პოლიცია ეძებს შეიარაღებულ პირს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 89 წლისაა.
გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცმა ათენის ცენტრში, სოციალური დაცვის სამსახურსა და სასამართლო შენობაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა.
პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ჯერ სოციალური დაცვის ოფისში ისროლა და ერთი თანამშრომელი დაჭრა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაჭრილს დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო.
ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა სოციალური დაცვის ოფისის მახლობლად მდებარე მაღაზიის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელიც მშვიდად კვეთს ქუჩას და მარჯვენა ხელში, სავარაუდოდ, მოკლელულიანი თოფი უჭირავს.
პოლიცია ეჭვობს, რომ იმავე პირმა მოგვიანებით ათენის ცენტრის სხვა ნაწილში მდებარე სასამართლოს შენობის პირველ სართულზე გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. სამართალდამცავებმა დანაშაულის იარაღი უკვე იპოვეს.
წყარო: APNEWS