07 აგვისტო 2026,   02:18
ვრცლად
"რეგიონის ინტერესში შედის, რაც შეიძლება მალე შეუდგეს მთავრობა თავის საქმიანობას" - ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევენ ბათუმში, უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა რამდენიმე წუთში დაიწყება. პოსტზე ზურაბ პატარაძეა წარდგენილი.

კანდიდატი, რომელიც რეგიონს 8-წლიანი დიპლომატიური საქმიანობის შემდეგ უბრუნდება, აჭარის მთავრობას 2016-2018 წლებშიც ხელმძღვანელობდა. მის დასამტკიცებლად დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე აცხადებს, პროცედურები გაიმართება კანონპროექტის პირველი მოსმენის დადგენილი წესის შესაბამისად. 

"რეგიონის ინტერესში შედის, რაც შეიძლება მალე შეუდგეს მთავრობა თავის საქმიანობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული შემადგენლობის უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში, რაც ცხადია, გარანტიას იძლევა იმისა, რომ მთავრობას ექნება ამ შემადგენლობით დამტკიცება რამდენიმე საათში. პროცედურები გაიმართება კანონპროექტის პირველი მოსმენის დადგენილი წესის შესაბამისად, რაც გულისხმობს პირველ რიგში, მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის ხედვების გაცნობას, ასევე იგულისხმება კითხვა-პასუხის რეჟიმი და შეფასებები, რომელსაც გამოიყენებს კომიტეტები, დამოუკიდებელი წევრები და ფრაქცია," - აცხადებს ცოტნე ანანიძე.

ავტორი: ია გოლიაძე

დღის ამბები