08 აგვისტო 2026,   01:16
ვრცლად
ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება, კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელისშემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს - მეუფე ზენონი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვრის მოხსნისთვის ხელისშემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს.

"ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ იმ პროცესზე, რომელიც სინოდზე იქნება. რა თქმა უნდა, კანდიდატები ჩემი მხრიდანაც არსებობს, თუმცა შედეგი იმის მიხედვით იქნება ნაჩვენები, როგორი პროცესიც იქნება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მღვდელმთავრები.

ნუ ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება, კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს", – აღნიშნა მეუფე ზენონმა წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე.

 

დღის ამბები