"მინდა, მთელი გუნდის სახელით, მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
ირაკლი კირცხალიას თქმით, მთელი გუნდი მოხარულია, რომ მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.
"მინდა გამოვეხმაურო აჟიოტაჟს, ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, ამ [სტრუქტურულ] ცვლილებებთან დაკავშირებით. მინდა ჩვენი გუნდის პოზიცია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ ყველა, რომ ბატონი მამუკა [მდინარაძე] დაუბრუნდება იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელსაც 8 თვის წინ გამოაკლდა. მინდა, მთელი გუნდის სახელით, მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რომელიც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, მან ეს სამსახური თვისობრივად მაღალ დონეზე აიყვანა", - აღნიშნა კირცხალიამ.