05 აგვისტო 2026,   08:43
ვრცლად
ჩვენ მოვამზადეთ რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელიც წარდგენილია საგამოძიებო უწყებებში - ნოდარ მელაძე ბეჟან ბეჟუაშვილის საქმეზე

პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობა და დაუსაბუთებელი ბრალდებები - საგამოძიებო უწყება "ტვ პირველს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. საუბარია 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე.

უწყების განცხადებით, რეპორტაჟში პროკურორის მამის ბიზნეს საქმიანობა, თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან სრულიად დაუსაბუთებლადაა დაკავშირებული. უწყების ინფორმაციითვე, სიუჟეტში გამოყენებული რესპონდენტები - გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი, რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ, ბეჟუაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე, თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე.

ტელეკომპანია "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ "რუსთავი 2-თან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი ჟურნალისტი სიუჟეტში საგამოძიებო უწყებებში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით საუბრობდა.

"ჩვენ მოვამზადეთ რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელიც წარდგენილია საგამოძიებო უწყებებში. საგამოძიებო უწყებებში არსებულ დოკუმენტებში რა მასალებიც შევიდა, ზუსტად იმის შესახებ ჰყვებოდა ჩვენი ჟურნალისტი. ამიტომ, ბეჟან ბეჟუაშვილმა, თუ პრეტენზიები გააჩნია, თავის ყოფილ ბიზნეს პარტნიორებთან დაიტოვოს, რომლებიც ადანაშაულებენ მოტყუებით მრავალი მილიონის მოპარვაში", - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

დღის ამბები