18 ივნისი 2026,   18:06
ვრცლად
ტრამპი ირანთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების შეხვედრას გამართავს - abcnews

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ორშაბათს, ირანში არსებული ვითარების განსახილველად, ეროვნული უსაფრთხოების გუნდის ძირითად წევრებს შეხვდება, - ამის შესახებ abcnews-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, მოსალოდნელი შეხვედრა იმ ფონზე შედგება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად დარწმუნებულია ირანის პორტების მიმდინარე საზღვაო ბლოკადის ეფექტურობაში და სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს ირანის მოქმედ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში, სასურველი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.

ოფიციალურმა პირის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა შაბათ-კვირას ქვეყნებს შორის კონფლიქტის უფრო მუდმივი მოგვარებისთვის ახალი პირობები წარადგინა, ეს პირობები მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება ადმინისტრაციის "წითელი ხაზებისგან".

დღის ამბები