18 ივნისი 2026,   13:13
ვრცლად
ოდესაზე ღამით დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა - დაშავდა სულ მცირე 13 ადამიანი

კვლავ ომია უკრაინაში. ოდესაზე ღამით მორიგი იერიში იყო. დრონებით მასირებული შეტევა ღამის 12 საათის შემდეგ დაიწყო. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

დაშავდა სულ მცირე 13 ადამიანი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სასტუმრო და ავტომობილები. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში დაგეგმილ NATO-ს სამიტში მონაწილეობისთვის ემზადება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად მხარეები შეხვედრის ფორმატსა და უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაზე თანხმდებიან. ანკარაში NATO-ს სამიტი 7-8 ივლისს უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები