ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. პროცესზე, რომელიც ამ წუთებში იწყება, ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვებით უნდა ისარგებლონ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
ბრალდებული 4 პირიდან ვლადიმერ ღუდუშაური ერთადერთია, რომელსაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმდა.
ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.