06 აგვისტო 2026,   13:22
ვრცლად
ყოველწლიურად მოწმე ვხვდებით ასეთი ალიანსების შექმნის და დაშლის. როგორც ჩანს, მიიღეს ახალი დავალება, მაგრამ არაფერი უშველით - ეკა სეფაშვილი ოპოზიციაზე

"როგორც წარსულის გამოცდილება გვკარნახობს, ძალიან მალე ისევ დაიშლება ეს გაერთიანება" - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე განაცხადა.

ეკა სეფაშვილის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა საქართველოს ინტერესების შებღალვა, იმიჯის დაზიანება და ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევაა.

"ფაქტობრივად, ყოველწლიურად მოწმე ვხვდებით ასეთი ალიანსების შექმნის და დაშლის. როგორც ჩანს, მათ მიიღეს ახალი დავალება, რომ გაერთიანდნენ, მაგრამ არაფერი უშველით, რადგან სულ უფრო და უფრო რწმუნდება ხალხი, რომ ესენი იტყუებიან და მათი ძირითადი ამოცანა არის საქართველოს ინტერესების შებღალვა, იმიჯის დაზიანება და ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევა.

რა თქმა უნდა, მათ შორის აზრთა დაპირისპირება იქნება, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არის კიდეც. როგორც წარსულის გამოცდილება გვკარნახობს, ძალიან მალე ისევ დაიშლება ეს გაერთიანება", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, 9 პარტიის ერთობა, შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვოს. მათი განცხადებით, ისინი ვერ იქნებიან ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც მათივე თქმით ანტი-მიშას პოზიციებს ითავსებს. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ალიანსში შემავალ პარტიებს ისევ მწვავედ აკრიტიკებს და წერს, რომ არ აპირებს გაუფრთხილდეს ვინმეს სენტიმენტებს, კრიტიკის მიღება კი აუცილებელია. დაპირისპირება ალიანში პატიმარი ექს პრეზიდენტის განცხადებებს მოყვა, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს. ამ განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა სხვა პარტია გაემიჯნა.

დღის ამბები