06 აგვისტო 2026,   18:04
ვრცლად
მათ ძალიან კარგად ესმით ის სენსიტიური მდგომარეობა, რომელშიც საქართველო იმყოფება გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და მიმდინარე ომებიდან, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე - მაია ბითაძე მადრიდში ვიზიტზე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მადრიდში ოფიციალურ ვიზიტს მართავს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვისა კომიტეტების თავმჯდომარეები უკვე შეხვდნენ ესპანეთის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებს. მათ შორის, გამართეს მოლაპარაკებები სენატისა და დეპუტატთა კონგრესის ერთობლივი კომისიების ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება იყო.

"მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენი კოლეგებისგან ესპანეთში მივიღეთ, არის დიალოგის აღდგენა და პოზიტიურ გზავნილებზე გადაყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო განვითარების გზაზე. მათ ძალიან კარგად ესმით ის სენსიტიური მდგომარეობა, რომელშიც საქართველო იმყოფება გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და მიმდინარე ომებიდან, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, შესაბამისად ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოსა და ესპანეთს შორის საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების თვალსაზრისით ისევე, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე ესპანეთის, როგორც ძლიერი სახელმწიფოს მხარდაჭერის თვალსაზრისით", - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

დღის ამბები