ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, სადაც მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი კალათბურთის დარბაზი.
მოეწყობა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც, დაგეგმილია გამწვანების ზოლისა და პარკინგის მშენებლობა. შენობის კაპიტალური რეაბილიტაციის შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელონ.