ჩვენი მთავარი პირობა ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებაა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენ შევასრულოთ ვალდებულებები, მათ კი არა - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მა ირანელი ხალხის ნდობა უნდა მოიპოვოს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც შტატებმა უნდა გადადგას.
"ჩვენი მთავარი პირობა ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებაა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენ შევასრულოთ ვალდებულებები, მათ კი არა. მიუხედავად უნდობლობისა, ვცადეთ გვემოქმედა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. ჩვენი მთავარი მიზანია მივაღწიოთ ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება არც ისრაელის და არც აშშ-ის მხრიდან. აშშ-მა უნდა მოიპოვოს ირანელი ხალხის ნდობა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც შტატებმა უნდა გადადგას. თუ მათ მართლაც სურთ კეთილსინდისიერი მოლაპარაკება, უარი უნდა თქვან მიკერძოებულობასა და ჩვენთვის რაიმეს თავს მოხვევის მცდელობაზე. უკვე იციან, რომ მსგავსი მიდგომით წარმატებას ვერ მიაღწევენ", - განაცხადა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა.