საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა, დედაქალაქის ახალი არქიტექტურული სიმბოლო და გლობალური ინვესტიციების ცენრი - თბილისში Trump Tower-ი აშენდება. 70 სართულიანი ცათმბჯენისა და მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობას დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია იწყებს. ეს იქნება ტრამპის ბრენდის პირველი პროექტი რეგიონში, რომელიც ამერიკული უძრავი ქონების ბიზნეს გიგანტ "საპირთან", "არქისთან", "ბიოგრაფი ლივინგთან" და "ფინვესტ ჯორჯიასთან" პარტნიორობით ხორციელდება და მასშტაბური პროექტი, რომელიც მაღალი კლასის რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს.
"მოხარული ვარ, ვიყო ამ პროექტის მონაწილე. The Trump Tower Tbilisi, საქართველოს პოზიციისთვის გლობალურ საინვესტიციო რუკაზე გარდამტეხი ეტაპი და ისტორიული მნიშვნელობის მიღწევაა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა Finvest Georgia-ს თანადამფუძნებელმა ლაშა მელაძემ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization თბილისში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.
Trump Tower Tbilisi, 70-სართულიანი, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა დედაქალაქის ახალ არქიტექტურულ სიმბოლოდ და გლობალური ინვესტიციების ცენტრად უნდა იქცეს.
პროექტი, რომელიც "Archi", "Biograpi Living" და "Sapir Organization"-თან პარტნიორობით ხორციელდება, საქართველოში ტრამპის ბრენდის შემოსვლას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.