18 ივნისი 2026,   16:49
ვრცლად
"იმედი მაქვს რუსეთთან განვავითარებთ პრაქტიკულ ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებული იქნება თანასწორუფლებიანობაზე" - ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი

"იმედი მაქვს რუსეთთან განვავითარებთ პრაქტიკულ ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე", - ამის შესახებ ბულგარეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომელიც დღეს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობს.

რადევის თქმით, მას სჯერა, რომ უსაფრთხოების შეთანხმების საფუძველზე გადაიდგმება სამომავლო ნაბიჯები ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების საბოლოოდ მოსაწესრიგებლად.

"ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, თუმცა პირველადი ამოცანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაა. ასევე, გვჭირდება ძალიან მტკიცე საპარლამენტო პროგრამა ბულგარეთის მოქალაქეების მხარდასაჭერად, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ თავი ამ რთულ ვითარებას. იმედი მაქვს რუსეთთან განვავითარებთ პრაქტიკულ ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ისტორიას, მჯერა, რომ უსაფრთხოების შეთანხმების საფუძველზე გადაიდგმება სამომავლო ნაბიჯები ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების საბოლოოდ მოსაწესრიგებლად. ეს ჩვენი მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია", - განაცხადა რუმენ რადევმა.

დღის ამბები