04 აგვისტო 2026,   14:28
ვრცლად
ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელი ძიუდოისტი დაამარცხა.

გრიგალაშვილი ფინალში რუსეთის წარმომადგენელს, ტიმურ არბუზოვს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი, თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები