პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანტალიის მე-5 დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ლიდერებმა თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაშია აღნიშნული.
"პრეზიდენტი რეჯეფთაიფ ერდოღანი ანტალიის მე-5 დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ლიდერებმა თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ მცდელობებს თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მრავალ სფეროში, განსაკუთრებით ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხით.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა გრძელდება და პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას", - აღნიშნულია თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.