10 აგვისტო 2026,   06:13
ვრცლად
პრემიერი: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი - იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი

"საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი. იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა ვითარების დასტაბილურება, მათ შორის იმ კანონმდებლობით, რომელიც მიღებულ იქნა ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

"ეს ძალიან სამწუხარო პრაქტიკაა, აქაც ვხედავ, რომ უცხოური ჩარევა გამოიყენება, მათ შორის ფინანსური ჩარევა საქართველოში ვითარების ასარევად. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ, საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს პირველ რიგში სათანადო შეფასებით. საქართველოში ჩვენ ვიხილეთ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში რევოლუციის 5 მცდელობა, საიდანაც უმრავლესობა იყო ძალადობრივი. რა თქმა უნდა ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, მერე იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი, იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას ეს არის მთავარი, ეს არის ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას, რომელსაც არ უნდა დაასვენოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა. თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ვითარების დასტაბილურება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის იმ კანონმდებლობით, რომელიც მიღებული იქნა ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით და ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ეს სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები