რუსთავის მერია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო - განმავითარებელი ცენტრის ახალი შენობის პროექტზე მუშაობს. პროექტთან დაკავშირებით სამუშო შეხვედრა შედგა მერიაში, რომელსაც მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელების მშობლებიც ესწრებოდნენ.
საუბარი შეეხო აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის თერაპიის სეანსების დაფინანსებასაც. შეხვედრაზე ითქვა, რომ მერია აქტიურად ახორციელებს რეაბილიტაციის, საკურორტო ვაუჩერის დაფინანსებისა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის პროგრამებსაც.