06 აგვისტო 2026,   02:24
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს თანამშრომლობა აკადემიურ წრესთან, ასევე დაინტერესებულ პირებსა და ბიზნესთან, რომელთაც პირდაპირ და უშუალოდ ეხებათ განხორციელებული რეფორმები - ინგა ფხალაძე

ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აკადემიკოსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

"საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ შეადგინა განვითარების 10 წლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს დარგის თითქმის ყველა მიმდინარეობას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს თანამშრომლობა აკადემიურ წრესთან, რომელიც აერთიანებს ექსპერტებს, აკადემიკოსებს, ასევე, აერთიანებს დაინტერესებულ პირებს და ბიზნესებს, რომელთაც პირდაპირ და უშუალოდ ეხებათ განხორციელებული რეფორმები.

ამიტომ, ამ ფორმატში ჩატარებული შეხვედრები ძალიან სერიოზულად შეუწყობს ხელს დაგეგმარების შემდეგ ფაზაში ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი წამოწყებისა და რეკომენდაციის გათვალისწინებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ.

დღის ამბები