პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ, ტრიბუნა საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებმა დაიკავეს. გახარიას გუნდის წევრების მტკიცებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხშია და მასზე მინისტრია პასუხისმგებელი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, უფრო კარგი იქნება, რომ საქართველოს საელჩოები, ელჩის და საელჩოების ნებისმიერი პერსონალის მონაწილეობით უფრო აქტიურად და პროაქტიულად მუშაობდნენ მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკოსებთან.
"უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენი საელჩოები, ელჩის და საელჩოს ნებისმიერი პერსონალის მონაწილეობით უფრო აქტიურად და პროაქტიულად მუშაობდნენ მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკოსებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკოსებთან და მათ პროაქტიულად იმუშაონ სხვადასხვა დონის, სხვადასხვა ვიზიტების ორგანიზებაში. ამ მიმართულებით, მუშაობის გააქტიურება ვფიქრობ ძალიან კარგი იქნებ. ასევე, კარგი იქნება საელჩოებმა ასევე აქტიურად იმუშაონ ეკონომიკურ მიმართულებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, სამინისტრომ გააქტიუროს დიასპორასთან მუშაობა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ციფრული მომსახურების დანერგვა და ამ დანერგვისათვის ხელშემწყობი ნაბიჯების გააქტიურება კარგი იქნებოდა", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.