დღეს, გორში ქალაქის დღესასწაულს - "ოქონობას" აღნიშნავენ. დღესასწაული ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება. ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა.
დღესასწაული უკავშირდება ოქონას ტრიპტიქს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გორის მფარველ ხატად მიიჩნეოდა.
ხატი, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა. მოგვიანებით, ის კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, საიდანაც, სახელმწიფოს ძალისხმევით, მისი გამოსყიდვა და საქართველოში დაბრუნება მოხერხდა.
პატრიარქის გარდაცვალების გამო, სხვა საზეიმო ღონისძიებები დღეს ქალაქში არ გაიმართება.