ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ. ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან, სადაც გააცნობენ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საუბარი გვექნება, ერთი მხრივ, მიმდინარე თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, მსოფლიო ბანკთან საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე პროგრამებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, რომლებსაც აქვთ საკმაოდ ამბიციური მიზნები.
შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან, სადაც მათ გავაცნობთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და სამომავლო პროგნოზებს. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით. მათ აქვთ საკმაოდ დიდი დაინტერესება, რაც გამოჩნდა უახლოესი ევრობონდის გამოშვებისას", – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.