09 აგვისტო 2026,   21:49
ვრცლად
საფლავთა კურთხევის დღე - ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მორწმუნეები განსაკუთრებით ემზადებიან

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მორწმუნეები განსაკუთრებით ემზადებიან. გადიან საფლავზე, მიაქვთ პასკა და წითელი კვერცხები. ამ დღეს საფლავები ტრადიციულად ხალხმრავალია. განსაკუთრებით კი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, სადაც ომში დაღუპული გმირი სამხედროების ოჯახის წევრები დილიდან შეიკრიბნენ.

მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრიც. ირაკლი ჩიქოვანმა გმირი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით დაწესდა ცხრა დროებითი მარშრუტიც. მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მოქალაქეებს, უფასოდ გადაადგილების საშუალება ჰქონდათ.

წლევანდელ აღდგომას პირველად დაირღვა ტრადიცია. ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სოფელ შუხუთის მოსახლეობის ინიციატივით, ლელობურთი წელს არ გაიმართა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასულიერო პირებმა პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. თითოეულ დღეს განსაკუთრებული ღვთისმსახურება სრულდება. მართლმადიდებლები ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ორმოცი დღის განმავლობაში ულოცავენ.

დღის ამბები