04 აგვისტო 2026,   23:59
ვრცლად
ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირი პრემიერლიგა გაიმართა

ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირი პრემიერლიგა გაიმართა. შეჯიბრში 60 ქვეყნის მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო 333 სპორტსმენი მონაწილეობდა.

პრესტიჟულ ტურნირზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა ქართველმა კარატისტმა ლიზი ზვიადაურმა, რომელმაც თურქ, ყაზახ და უზბეკ სპორტსმენებს სძლია და პირველი ქართველი ქალი კარატისტი გახდა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე მედალი მოიპოვა.

საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრები ჩინეთში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

დღის ამბები