უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დასრულებულია - ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა სააარჩევნო უწყებამ საერთო ხმების 3.34%-ის მონაცემები გამოაქვეყნა.
აღნიშნული მონაცემებით, ოპოზიციონერი პიტერ მაგიარის პარტია TISZA-ს, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტად მოიაზრება, პარლამენტში 91 მანდატი აქვს. ვიქტორ ორბანის პარტიას - FIDESZ–ს 76 მანდატი; ოპოზიციურ გუნდს Mi Hazank-ს - 9 მანდატი.
იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა უნგრეთის პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს, 100 მანდატი მაინც უნდა აიღოს.
შეგახსენებთ, ეს ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 3.34%-ის მაჩვენებელია.