18 ივნისი 2026,   19:11
ვრცლად
აღდგომის სადღესასწაულო წირვა აღევლინა აზერბაიჯანის კახის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში - მსახურებას ელჩი ზურაბ პატარაძე თანამშრომლებთან ერთად დაესწრო

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა აღევლინა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

წირვა კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა პეტრემ, ტაძრის მღვდელმსახურთან, მამა ტარიელთან ერთად აღავლინა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, კახის რაიონს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე, განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე და საელჩოს თანამშრომლები ეწვივნენ, სადაც საზეიმო ლიტურგიას ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრნენ.

დღის ამბები