უნგრეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები მიდმინარეობს, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი უპირისპირდება.
უნგრელებმა ხმის მიცემის პროცესი დილიდან დაიწყეს. უნგრეთში დღვანდელი არჩევნები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად ფასდება, რომელსაც მთელი ევროპა, აშშ და რუსეთი ყურადღებით აკვირდებიან.
საარჩევნო უბნები დილის 6 საათზე გაიხსნა, პროცესს ბევრი ანალიტიკოსი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შესახებ რეფერენდუმს უწოდებს.
ორბანი, რომელიც მთავრობას 2010 წლიდან საპარლამენტო უმრავლესობით მართავს, ყოფილი მოკავშირის, პეტრე მადიარის ხელმძღვანელობით, თავისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.
უნგრული გამოკითხვების სააგენტო "მედიანის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობის პოტენციური მაჩვენებელი ჰქონდა. თუმცა, ორბანის პარტია "ფიდესის" წყარომ ანონიმურობის პირობით "ევრონიუსს" განუცხადა, რომ მმართველი ბანაკი თავდაჯერებულია და ამტკიცებს, რომ მათი ძირითადი ამომრჩეველი გამოკითხვებში არასაკმარისად არის წარმოდგენილი.
წყარო: euronews